გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.ხ.-მ და ლ.ბ.-მ ფოთში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე „ჯეოსელის“ ოფისში ფარულად შეაღწიეს, საიდანაც მობილური ტელეფონები მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
„პოლიციამ ორივე მათგანი ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცავებმა ნაქურდალი ტელეფონები ნივთმტკიცებად ამოიღეს“, – განაცხადეს სამინისტროში.
ქურდობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ასევე, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაულისთვის 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული.