weather cur horoscope tv
აპრილი 17, 2024

ფოთში „ჯეოსელის“ ოფისის გაქურდვისთვის ორი არასრულწლოვანი დააკავეს

12:12 ოთხშაბათი, 26 დეკემბერი 2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ორი არასრულწლოვანი - 2001 წელს დაბადებული ნ.ხ. და 2002 წელს დაბადებული ლ.ბ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.ხ.-მ და ლ.ბ.-მ ფოთში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე „ჯეოსელის“ ოფისში ფარულად შეაღწიეს, საიდანაც მობილური ტელეფონები მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

„პოლიციამ ორივე მათგანი ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცავებმა ნაქურდალი ტელეფონები ნივთმტკიცებად ამოიღეს“, – განაცხადეს სამინისტროში.

ქურდობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ასევე, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაულისთვის 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]