weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„სკაიპით“ ვესაუბრე თოვლის ბაბუას, თბილისში 28 დეკემბერს შემოვა – კახა კალაძე

13:27 ოთხშაბათი, 26 დეკემბერი 2018

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 28 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე ყოველდღიურად კონცერტები, თეატრალური წარმოდგენები და გასართობი შოუები გაიმართება. როგორც კალაძემ თქვა, თოვლის ბაბუაც გზაშია და თბილისში 28 დეკემბერს შემოვა.

„28 დეკემბერს ჩვენ ვხსნით საახალწლო სოფელს, რომელიც იქნება ჯადოსნური, მართლაც ძალიან ლამაზი და მინდა ყველა დავპატიჟო. მობრძანდით თქვენი შვილებით, შვილიშვილებით. ყველა თაობის ადამიანს ვიწვევთ 28-ში, საღამოს რვა საათზე, ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან.

დღეს მქონდა კომუნიკაცია და „სკაიპით“ ვესაუბრე თოვლის ბაბუას. გზაშია და ძალიან მალე გაახარებს ჩვენს პატარებს. ასე რომ, 28-ში გელოდებით ყველას, მობრძანდით და ერთად დავხვდეთ თოვლის ბაბუას.

გარდა ამისა, ამავე დღეს იქნება „გუფი ლენდის“ კონცერტი და შოუს გააგრძელებს დიჯეი“, – თქვა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

თბილისის მერის ინფორმაციით, 29 დეკემბერს, რესპუბლიკის მოედანზე, თბილისის „ბიგ ბენდის“ კონცერტი გაიმართება, ხოლო 30-ში მსმენელის წინაშე გიორგი მანაგაძის ბენდი და ჯგუფი „ლაუდ სფიქერს“ წარსდგებიან. საახალწლო გალა კონცერტი 31 დეკემბერს, 23:00 საათიდან დაიწყება, 13 იანვარს კი ნინო ქათამაძის კონცერტია დაგეგმილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]