weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვრის გადაკვეთის წესს ცვლის

14:52 ოთხშაბათი, 26 დეკემბერი 2018

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობა საქართველოსთან ე.წ. საზღვარის გადაკვეთის წესს ცვლის. შესაბამისი გადაწყვეტილება საოკუპაციო რეჟიმმა დღეს გამართულ ე.წ. მთავრობის სხდომაზე მიიღო.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სხდომაზე მოხსენებით ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახურის უფროსი ვლადიმერ ხუბაევი წარსდგა.

„დღემდე საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის გამარტივებული წესით გადაკვეთისთვის საჭირო იყო სამხრეთ ოსეთის პასპორტი და სპეციალური ნებართვა. ამიერიდან მეზობელ სახელმწიფოში ჩვენი ტერიტორიიდან მოხვედრა შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს წინასწარი ნებართვა ექნება“, – განაცხადა ხუბაევმა.

მისივე თქმით, ეს სიახლე კომპეტენტურ ორგანოებს საშუალებას მისცემს, მიიღონ ინფორმაცია იმ მოქალაქეების შესახებ, რომლებიც საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის საზღვარს გამარტივებული წესით კვეთენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]