weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

1 777 800 ლარის ძირითადი ნაწილი მომღერლების ჰონორარზე დაიხარჯება – კალაძე

16:50 ოთხშაბათი, 26 დეკემბერი 2018

თბილისის მერმა საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებული შესყიდვის გამარტივებული წესით განხორციელების აუცილებლობა განმარტა. კახა კალაძის თქმით, 1 778 800 ლარიდან ძირითადი ნაწილი მუსიკოს-შემსრულებელთა ჰონორარებისთვისაა განკუთვნილი.

„ამ ტიპის მომსახურების შესყიდვა, რა თქმა უნდა, ტენდერით ვერ მოხდებოდა და თუ ვინმე მეტყვის, ტენდერით როგორ შევარჩიო მომღერალი, ხმით შევარჩიო თუ ტემბრით შევარჩიო, რა თქმა უნდა, ჩემთვის უკეთესი იქნება, რომ ტენდერის გზით წავიდეთ და რაიმე კითხვები არ გაჩნდეს გამარტივებულ შესყიდვასთან დაკავშირებით, თუმცა ესეც კანონიერების ფარგლებში მიმდინარეობს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში 1200-მდე მუსიკოს-შემსრულებლის და 270 ტექნიკური თანამშრომლის ჰონორარი, სხვადასხვა სახის საახალწლო ატრიბუტიკა და ბუტაფორია, 50-მდე კონცერტი, აქტივობა და გალაკონცერტის მომზადება ფინანსდება.

28 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე ყოველდღიურად გაიმართება კონცერტები, თეატრალური წარმოდგენები და გასართობი შოუები. 28 დეკემბერს, 20:00 საათზე, საახალწლო სოფელი გაიხსნება. კალაძის განცხადებით, ამავე დღეს თბილისში თოვლის ბაბუა შემოვა, გაიმართება „გუფი ლენდის“ კონცერტი და შოუს დიჯეი გააგრძელებს. 29 დეკემბერს თბილისის „ბიგ ბენდის“, ხოლო 30 დეკემბერს გიორგი მანაგაძის ბენდის და ჯგუფ „ლაუდ სფიქერსის“ კონცერტები ჩატარდება. საახალწლო გალაკონცერტი 31 დეკემბერს, 23:00 საათიდან დაიწყება, 13 იანვარს კი, პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილები ნინო ქათამაძეს მოუსმენენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]