weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

უნივერსიტეტები დაფინანსების საბაზისო მოდელზე გადავლენ – განათლების მინისტრი

09:17 ხუთშაბათი, 27 დეკემბერი 2018

უნივერსიტეტები დაფინანსების საბაზისო მოდელზე გადავლენ, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მინისტრმა თქვა, კონკრეტულად როგორ მოხდება უნივერსიტეტებისთვის საბაზისო ფინანსების განსაზღვრა, მომავალი წლის იანვარში გახდება ცნობილი.

„ამის შემუშავებაში ჩართული იყვნენ მსოფლიო ბანკის ექსპერტები. მოდელზე მუშაობა დასრულებულია და ის 2020 წლიდან დაიწყებს მუშაობას. ამისთვის ჩვენ გვჭირდება უნივერსიტეტებთან მუშაობა, რადგან ასე ხელაღებით ცვლილების შემოღება, რომელმაც გარკვეული ძვრები შეიძლება გამოიწვიოს, არ შეიძლება.

იქნება შედეგებზე ორიენტირებული დაფინანსების მოდელი, რადგან უნივერსიტეტებს საკმაოდ ეფექტური ფინანსური დახმარება სჭირდებათ.

შედეგებზე ორიენტირებული დაფინანსება გულისხმობს მეცნიერების განვითარებას, მეტი პროგრამების ინტერნაციონალიზაციას, ანუ სხვადასხვა საერთაშორისო პროგრამებში ჩართულობას“, –  განაცხადა განათლების მინისტრმა.

კითხვაზე, ხომ არ იგეგმება, უნივერსიტეტების სარეიტინგო სიის შედგენა და ამის მიხედვით სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის დაფინანსების ოდენობის განსაზღვრა, მინისტრმა უპასუხა, რომ თვითონ სამინისტრო ასეთ სიას არ შექმნის, თუმცა მსგავს რეიტინგებს აქვეყნებენ სხვადასხვა ორგანიზაციები და ეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშიც მიღებულია.

„დღეს საქართველოში უნივერსიტეტების რეიტინგი არ არსებობს, ამიტომ რთულია ამაზე საუბარი. თუმცა რაღაც წილად ის კომპონენტები, რასაც ჩვენ განვსაზღვრავთ, როგორი ფინანსური წყაროები მივცეთ უნივერსიტეტებს, ნაწილობრივ ამ როლს შეასრულებს, მაგრამ ამას ვერ დავარქმევთ სარეიტინგო სიას. ჩვენი მიზანია, რომ სახელმწიფო იყოს არა მხოლოდ ფინანსური წყაროს მიმწოდებელი უნივერსიტეტისთვის, არამედ იყოს იმ პოლიტიკის განმსაზღვრელი, რომელიც გრძელვადიანად შედეგზე იქნება ორიენტირებული“, – განაცხადა საქართველოს განათლების მინისტრმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]