საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის დანარჩენ მონაკვეთებზე მოძრაობა თავისუფალია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, 29 დეკემბრამდე საქართველოს მთიან და მაღალმთიან ზონაში ძლიერი თოვა, ზოგან ნისლი და ქარბუქია მოსალოდნელი. ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.