weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სირიაში 14 წლის მუხმად ფარეულიძე დაიღუპა

14:17 ხუთშაბათი, 27 დეკემბერი 2018
ფოტო: დავით მძინარიშვილი ფოტო: დავით მძინარიშვილი

სირიაში, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, 14 წლის მუხმად ფარეულიძე დაიღუპა. ფარეულიძეების ოჯახი სირიაში 2014 წელს წავიდა, მანამდე ისინი პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში ცხოვრობდნენ. პანკისის სათემო რადიო WAY-ს ინფორმაციით, დღეს, დილიდან ბირკიანში ფარეულიძეების სახლში სამძიმარს იღებენ. ახლობლები ბავშვის გარდაცვალებას პაპას უსამძიმრებენ.

„სირიაში არიან მუხმად ფარეულიძის მამა - ახმად ფარეულიძე, დედა სამი და-ძმა. ახმად ფარეულიძე ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერის, პანკისელი თარხან ბათირაშვილის დაცვის უფროსი იყო“, – იუწყება სათემო რადიო დაღუპულის ნათესავებზე დაყრდნობით.

თარხან ბათირაშვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 2016 წლის ივლისში გავრცელდა, რაც პანკისში მისმა ძმამ და მამამ დაადასტურეს და სამძიმარი მიიღეს. მაშინ ითქვა, რომ სირიაში დაბომბვის დროს დაიჭრა ახმად ფარეულიძეც, მაგრამ გადარჩა. ის დღემდე „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში იბრძვის.

პანკისის სათემო რადიოს მონაცემებით, სირიაში საბრძოლო მოქმედებებს უკვე 32 პანკისელი ემსხვერპლა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]