weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ყოფილი პრეზიდენტი უპრინციპო და უსინდისო ადამიანია – მეუფე პეტრე

15:55 ხუთშაბათი, 27 დეკემბერი 2018
ფოტო: ინტერპრესნიუსი ფოტო: ინტერპრესნიუსი

ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ განაცხადა, რომ წმინდა სინოდის სხდომაზე, რომელიც რამდენიმე წუთის წინ დასრულდა, ე.წ. ციანიდის საქმე არ განხილულა.

„კათოლიკოს-პატრიარქმა ამ საკითხის განხილვისგან თავი შეიკავა. ძალიან გულდასაწყვეტია. მიმაჩნია, რომ არასწორი და არაჯეროვანია მსგავსი პოზიცია“, – აღნიშნა მეუფე პეტრემ.

ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა უპასუხა კითხვას ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების მოლოდინის თაობაზე და თქვა, რომ „ყოფილი პრეზიდენტი არის უპრინციპო და უსინდისო ადამიანი“.

დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელიც პატრიარქის რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის იხდის სასჯელს, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა არ შეიწყალა. როგორც შეწყალების საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ განაცხადა, კომისიამ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე იმსჯელა, მაგრამ სრული კონსენსუსი ვერ შედგა და შესაბამისად, კომისიამ პრეზიდენტს დადებითი რეკომენდაცია ვერ მისცა. პრეზიდენტმა კომისიის პოზიცია გაიზიარა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]