სეზონური გრიპი A/ B ვირუსით გამოწვეული ინფექციური დაავადებაა. იგი აინფიცირებს სასუნთქ სისტემას (ცხვირი, ყელი, ფილტვები). სეზონური გრიპი საქართველოს ყველა რეგიონში ცირკულირებს ძირითადად A/H1P სახით.
სეზონური გრიპის სიმპტომებია:
საერთო სისუსტე, ცხელება 38 C, ხველა, ფარინგიტი, ცხვირიდან გამონადენი, თავის და კუნთების ტკივილი. იშვიათად დიარეა ან ღებინება.
იგი ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე ხველით, ცემინებით, ვირუსით დაბინძურებულ საგნებთან ხელით შეხებით.
მაღალი რისკის ჯგუფებს წარმოადგენენ:
ორსულები, ხანდაზმულები 65 წ და ზევით, ჩვილი ბავშვები, სუსტი იმუნური სისტემისა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები.
ვირუსის პრევენციისათვის გასათვალისწინებელი რეკომენდაციები:
- მოერიდეთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს;
- როგორც ჯანმრთელმა, ასევე გრიპით დაავადებულმა პირებმა, შეძლებისდაგვარად ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და გამდინარე წყლით, რათა შემცირდეს ხელით ვირუსის გადატანის შესაძლებლობა;
- რაც შეიძლება ხშირად გაანიავეთ საცხოვრებელი ადგილი და დაალაგეთ სველი წესით;
- თუ გაქვთ მაღალი ტემპერატურა თავის, კუნთების, სახსრებისა და ყელის ტკივილით, მოერიდეთ ჯანმრთელ ადამიანებთან კონტაქტს;
- გაითვალისწინეთ, რომ გრიპისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალება გრიპის საწინააღმდეგო აცრაა.
[R] სამედიცინო ცენტრ „კახეთი-იონის“ ინფორმაცია