weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

ჰეროინის შეძენა-შენახვის ბრალდებით გარდაბანში ირანის მოქალაქე დააკავეს

10:36 შაბათი, 29 დეკემბერი 2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული, ირანის რესპუბლიკის მოქალაქე ფ.მ. დააკავეს.

„სამართალდამცავებმა ბრალდებული გარდაბნის რაიონში, თბილისის ავტომაგისტრალის მე-15 კილომეტრზე შეაჩერეს. პოლიციამ მისგან 6 შეკვრად დაფასოებული, 300 გრამამდე ჰეროინი ამოიღო, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა“,– აცხადებენ შსს-ში.

საქმეზე გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]