weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სენაკში იუსტიციის სახლი გაიხსნა

10:46 შაბათი, 29 დეკემბერი 2018

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სენაკში რიგით ოცდამეორე იუსტიციის სახლი გახსნა. სენაკის იუსტიციის სახლი ზუგდიდის, ფოთისა და მარტვილის შემდეგ მეოთხე ფილიალია სამეგრელოს რეგიონში, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა სახელმწიფო და კერძო სექტორის 400-ზე მეტი სერვისის მიღებას მინიმალურ დროსა და კომფორტულ გარემოში შეძლებს.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სენაკის მცხოვრებლებს ქორწინებისათვის სპეციალურად მოწყობილი სივრცეც ექნებათ.

„ამ დრომდე სენაკის მუნიციპალიტეტში ქორწინების საზეიმო სივრცე არ არსებობდა. წყვილებს შეეძლოთ, მხოლოდ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სენაკის ფილიალისთვის მიემართათ, სადაც ქორწინების რეგისტრაცია საზეიმო რიტუალის გარეშე მიმდინარეობდა. დღეიდან ნებისმიერ წყვილს აქვს საშუალება, ქორწინების რეგისტრაცია საზეიმო ცერემონიალის თანხლებით დაგეგმოს სენაკის თანამედროვე დიზაინის ქორწინების სახლში, სადაც მათ სპეციალური საქორწინო-სადღესასწაულო დეკორაციით მოწყობილი სივრცე დახვდებათ“, – აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.

მათივე ცნობით, იუსტიციის სახლი არქიტექტორ მიხეილ გიორგობიანის პროექტით აშენდა და ის 531 კვადრატული მეტრია.

სენაკის იუსტიციის სახლი ბოლო წლების განმავლობაში აშენებული მეათე ფილიალია. 2013 წლიდან დღემდე უკვე აშენდა და გაიხსნა ზუგდიდის, ფოთის, თიანეთის, ყაზბეგის, ბორჯომის, ლაგოდეხის, ონის, ახალქალაქის, მარტივილის იუსტიციის სახლები. 2019 წელს ფილიალები ხონში, ბოლნისში, ხაშურში, სამტრედიასა და წყალტუბოში გაიხსნება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]