weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ქუთაისში ავტომატის მუქარით ვალუტის ჯიხურის დაყაჩაღება სცადეს

11:24 შაბათი, 29 დეკემბერი 2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ქუთაისში, ვალუტის გადამცვლელი ჯიხურის დაყაჩაღების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

სამინისტროს ცნობით, 1988 წელს დაბადებული, ნარკოდანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ბ.შ. პოლიციამ იმ დროს დააკავა, როდესაც იგი ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ვალუტის გადამცვლელ ერთ-ერთ ჯიხურს თავს დაესხა და მეპატრონეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით თანხას სთხოვდა.

„აღნიშნულ ფაქტს შეესწრნენ დაცვის პოლიციის ინკასაციის სამმართველოს თანამშრომლები, რომლებმაც ბ.შ., კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, შემთხვევის ადგილზე დააკავეს. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი: ავტომატი და პისტოლეტი შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს“, – აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთს ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]