weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

გორში 74 წლის ქალის მკვლელობის ბრალდებით მისი მდგმური დააკავეს

11:33 შაბათი, 29 დეკემბერი 2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და გორის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1968 წელს დაბადებული თ.კ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, გორში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალმა 1944 წელს დაბადებული ლ.დ.-ს კუთვნილ ბინას ქირაობდა. მასთან მორიგი სტუმრობის დროს, ოქროს ნივთის მოპარვა დააპირა, რაც ლ.დ.-მ შენიშნა. ფაქტს სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა, რა დროსაც თ.კ.-მ ლ.დ.-ს ბოთლი თავის არეში რამდენჯერმე ჩაარტყა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, 74 წლის ქალი ადგილზე, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში გარდაიცვალა.

„ბრალდებულმა შემთხვევის ადგილის დატოვებამდე ლ.დ.-ს კუთვნილი ოქროს საყურე მოიპარა, რომელიც მოგვიანებით, რუსთავში მდებარე ერთ-ერთ ლომბარდში ჩააბარა. პოლიციამ ლომბარდში ჩაბარებული ნივთი ნივთმტკიცებად ამოიღო“, – აცხადებენ შსს-ში.

დაკავებული ქალი ჩადენილ დანაშაულს აღაიარებს. გამოძიება განხრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]