weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

ზუგდიდში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლენდოს“ ფილიალი დააყაჩაღეს

12:49 ორშაბათი, 31 დეკემბერი 2018

დღეს, დილით, ზუგდიდში, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლენდოს“ ფილიალი დააყაჩაღეს. „ლაივპრესის“ ინფორმაციით, ყაჩაღობა სერვისცენტრის გახსნისთანავე მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაული ხუთიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ლენდოს“ ზუგდიდის ფილიალი გასული წლის მარტშიც დააყაჩაღეს. მაშინ ოფისში ერთი პირი შეიჭრა და სათამაშო იარაღის გამოყენებით 5 ათასი ლარი გაიტაცა. პოლიციამ ყაჩაღობაში ეჭვმიტანილი იმავე დღეს დააკავა, ის დააპატიმრეს, თუმცა 9 თვის შემდეგ სასამართლომ ბრალდებული უდანაშაულოდ სცნო და გაათავისუფლა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]