weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

2019 წლიდან მსუბუქი ავტომობილების ინსპექტირება სავალდებულო გახდა

10:48 ხუთშაბათი, 03 იანვარი 2019

2019 წლის პირველი იანვრიდან M1 (მსუბუქი) კატეგორიის ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალების ინსპექტირება სავალდებულო გახდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განმარტავენ, რომ ინსპექტირების ბოლო ვადა დამოკიდებულია ავტომობილის რეგისტრაციის თვესა და რიცხვზე.

ინსპექტირების საფასური მსუბუქი და მისაბმელი სატრანსპორტო საშუალებისთვის - 60 ლარია, სატვირთო და სამგზავრო ავტომობილისთვის - 100 ლარი. ინსპექტირებისას მოწმდება ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა, გამონაბოლქვი, სავალი ნაწილები, საჭის მექანიზმი, საბურავები, ხილვადობა, ფარები, შუქამრეკლები და ელექტრომოწყობილობა.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის პირველი იანვრიდან დაიწყო და ეტაპობრივად ხორციელდება. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლის ვალდებულებას ექვემდებარება საქართველოში რეგისტრირებული (ქართული ნომრების მქონე) ყველა სატრანსპორტო საშუალება შემდეგი ეტაპების მიხედვით:

  • 2018 წლის 3 იანვრიდან ტექნიკურ ინსპექტირებას გადიან სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო (3.5 ტ. ზემოთ) ავტომობილები;
  • 2018 წლის 1-ლი ივლისიდან დაიწყო სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომანქანების ინსპექტირება;
  • 2018 წლის 1-ლი ოქტომბრიდან M1  - 3000  კუბურ სანტიმეტრისა ან მეტი მოცულობის ძრავების მქონე ავტომობილების ინსპექტირება;
  • 2019 წლის 1-ლი იანვრიდან - M1 (მსუბუქი) კატეგორიის ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალების ისნპექტირება.

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის გამარტივების და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, შექმნილია ვებ-გვერდი - www.pti.ge, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს საშუალება აქვს ნებისმიერ ხელმისაწვდომ ინსპექტირების ცენტრში ტექნიკური ინსპექტირების გასავლელად დაგეგმოს ვიზიტი მისთვის სასურველი თარიღის და დროის გათვალისწინებით. ასევე მოქმედებს ცხელი ხაზი - 1484, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ეტაპობრივად ამოქმედების პროცესისა და პირობებით დაინტერესებულ ადამიანებს ემსახურება და აწვდის შესაბამის ინფორმაციას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]