weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

აბაშაში პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებული დააკავეს

10:55 შაბათი, 05 იანვარი 2019

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აბაშაში პოლიციელებზე თავდასხმისთვის ძებნილი პირი, 1987 წელს დაბადებული გ.ც. დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა გ.ც.-მ 6 დეკემბერს, გვიან ღამით, სოფელ გეზათში აგრესია გამოხატა აბაშის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების შალვა მიმინოშვილის და ბაკურ ჭკადუას მიმართ, რომლებიც აღნიშნულ ტერიტორიაზე სამსახურებრივ შემოვლას აწარმოებდნენ.

„ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბრალდებული არ დაემორჩილა პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას დაეცვა წესრიგი და ორივე მათგანს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიაყენა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებული პოლიციელები სტაციონარში გადაიყვანეს, სადაც მათ შესაბამისი დახმარება გაეწიათ. გ.ც.-ზე კი ძებნა გამოცხადდა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, პოლიციელებზე თავდასხმისთვის ძებნილი გ.ც. წალკის რაიონის სოფელ ტბეთში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო“, – განაცხადეს შსს-ში.

სასამართლომ დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულს 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]