weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კალა-უშგულის გზაზე ზვავსაშიშროებაა

13:34 შაბათი, 05 იანვარი 2019

ზვავსაშიშროების გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 173-ე კილომეტრიდან 186-ე კილომეტრამდე (კალა-უშგულის მონაკვეთი) ყველანაირი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

გზების დეპარტამენტის ცნობით, ამავე გზის 70-ე კილომეტრიდან 173-ე კილომეტრამდე (ხაიში-კალას მონაკვეთი) აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა 70-ე კილომეტრიდან 90-ე კილომეტრამდე (ხაიში-დიზის მონაკვეთი) თავისუფალია.

90-ე კილომეტრიდან 173-ე კილომეტრამდე (დიზი-კალას მონაკვეთი) ავტომობილების მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამავე გზის პირველი კილომეტრიდან 70-ე კილომეტრამდე (ზუგდიდი-ხაიშის მონაკვეთი) მოძრაობა თავისუფალია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]