weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბათუმში გარდაიცვალა მერიის თანამშრომელი, რომელსაც ქარისგან გადახდილი სახურავი დაეცა

15:26 შაბათი, 05 იანვარი 2019

ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა 53 წლის სოსო შერვაშიძე, რომელსაც გუშინ, ძლიერი ქარის დროს 9-სართულიანი საცხოვრებელი სახლის სახურავიდან გადმოვარდნილი თუნუქის ნაჭერი დაეცა. სოსო შავაძე ბათუმის მერიის თანამშრომელი იყო.

ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის განცხადებით, სოსო შერვაშიძე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა.

„მინდა მივუსამძირო იოსებ, ჩვენი სოსო შერვაშიძის ოჯახს. სოსო იყო ჩვენი გუნდის, ჩვენი დიდი ოჯახის წევრი. არაჩვეულებრივი ადამიანი და პროფესიონალი. ძალიან მიმძიმს მასზე წარსულ დროში საუბარი.

სოსო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა. მან იმ დღეს სხვა ადამიანების სიცოცხლეზე ზრუნვისას საკუთარი სიცოცხლე გასწირა.

ვუსამძიმრებ კიდევ ერთხელ და თანადგომას ვუცხადებ მის ოჯახს და ყველა იმ ადამიანს, ვინც სოსოს იცნობდა“, – წერს ლაშა კომახიძე სოციალურ ქსელში.

ძლიერი ქარის გამო, გუშინ, ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, 9-სართულიანი საცხოვრებელი სახლის სახურავიდან თუნუქის ფურცლების ჩამოვარდნის შედეგად ორი მოქალაქე დაშავდა, ორი ავტომანქანა კი დაზიანდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]