weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„ტამიფლუს“ უფასოდ ბავშვები, პენსიონერები და დიაბეტის მქონე პირებიც მიიღებენ

11:09 კვირა, 06 იანვარი 2019

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ანტივირუსულ მედიკამენტს - ოსელტამივირს (ტამიფლუ) უფასოდ ბავშვები, ასაკით პენსიონრები, დიაბეტის, გულსისხლძარღვთა, ონკოლოგიური თუ სასუნთქი გზების დაავადების მქონე პირებიც მიიღებენ. აქამდე მედიკამენტი უფასოდ მხოლოდ ორსულებისა და სოციალურად დაუცველებისთვის გაიცემოდა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქვეყანაში „ტამიფლუს“ ანტივირუსული მედიკამენტების მარაგი საკმარისია. სერგეენკოს თქმით, აღნიშნული მედიკამენტის დეფიციტი ბოლო ორი დღის განმავლობაში მხოლოდ სააფთიაქო ქსელებში შეიქმნა, ჯანდაცვის სამინისტროსა და სტაციონარებში კი წამლის საკმარისი მარაგია.

„მარაგები შეივსება 10 იანვარს, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჯანდაცვის სამინისტრო თავისი მარაგებიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით უფასოდ გასცემდა „ტამიფლუს“ მხოლოდ ორსულებისა და სოციალურად დაუცველებისთვის. უკვე დღეიდან, ჩვენ გავაფართოვეთ ეს ჩამონათვალი და ამით ისარგებლებენ ბავშვები, ასაკით პენსიონრები და ისინი, ვისაც აქვს დიაბეტი, გულსისხლძარღვთა, ონკოლოგიური თუ სასუნთქი გზების დაავადება“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

მისივე თქმით, სააფთიაქო ქსელები მიიღებენ მედიკამენტის საკმარის რაოდენობას, რათა დეფიციტი არ შეიქმნას.

„ინფორმაცია, რომელ აფთიაქებში იქნება „ტამიფლუ“, ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზიდან – 1505 შეგიძლიათ მიიღოთ. ცხელ ხაზზე ოპერატორების რაოდენობა გაიზრდება, რომ ინფორმაცია მომხმარებლებმა დროულად მიიღონ“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

„ტამიფლუს“ უფასოდ მისაღებად საჭიროა ბენეფიციარებმა მიაკითხონ მუნიციპალურ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს, წარმოადგინონ ექიმის მიერ გაცემული დანიშნულება (ფორმა N100). ინფორმაცია პირის სოციალური სტატუსის შესახებ გადამოწმდება, სამინისტროს შესაბამის ბაზაში იდენტიფიცირების საფუძველზე.

დავით სერგეენკოს განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ „ტამიფლუთი“ ანტივირუსული მკურნალობა სიმპტომების გამოვლენიდან 48 საათის განმავლობაში დაიწყოს. მედიკამენტის მოხმარება კი მხოლოდ ექიმის დანიშნულებით უნდა მოხდეს, შესაბამისად გრიპისა და რესპირატორული ინფექციის, სიმპტომების გამოვლენისთანავე აუცილებელია ოჯახის ექიმთან მიმართვა და სამედიცინო ჩვენების საფუძველზე შესაბამისი მკურნალობის რეჟიმის დაწყება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]