„რომ გახსნეს, ნახეს, რომ მკვდარი ჩვენი არ იყო. ჩვენი მკვდარი იქიდან გადმოიყვანეს და აქედან ეს წაიყვანეს იქ. ჩვენი დამარხული ყოფილა. მოთხარეს და მოიყვანეს“, – ამბობს სულაბერიძეების ოჯახის წევრი „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.
გარდაცვლილის შვილი მერაბ სულაბერიძე ამბობს, რომ ემოციური მდგომარეობის გამო, საავადმყოფოში არ ჰქონდა საშუალება, რომ მიცვალებული დაეთვალიერებინა. მისთვის ასევე გაუგებარია, რატომ დაკრძალეს ბარბაქაძეებმა სხვისი მიცვალებული.
„რომ მოვასვენეთ, სურათი ავიღე ხელში – ჯერ სურათს ვუყურებდი, შემდეგ კი მიცვალებულს. საერთოდ ვერ მივამსგავსე დედაჩემი მიცვალებულს... დავრეკეთ საავადმყოფოში, სადაც პასუხი გამცეს რას ამბობთო, ეგ მეორედ აღარ თქვათ, ეგ ანგელა ბარბაქაძეაო, ყველას დაგვიჭერენ, რას ამბობო. ისევ ეჭვებში ჩავვარდი. დედაჩემი იყო შედარებით პატარა ქალი. ეს იყო ბევრად დიდი, თან ახალგაზრდული შეხედულების“, – ამბობს გარდაცვლილის შვილი თემური ბარბაქაძე.
„მივხედე ყველაფერი რაც საჭირო იყო... გავალამაზე ყველანაირად. მეუღლე მეუბნება - ქალო, მეეჭვება ეს ჩვენი თუ არისო. ეს მიცვალებული ვისიც იყო, წყალტუბოელების, დავასაფლავეთ 3 იანვარს, როგორც წესია და ადათი. თავს გადავყევი, სიმართლე რომ გითხრა...
წარწერა მაჯაზე ან ფეხზე ხომ უნდა ჰქონოდა, ნამდვილად ბარბაქაძე ანგელინა იყო თუ მესხი ფირუზი. ამაზე მაქვს პრეტენზია“, – აღნიშნა გარდაცვლილის რძალმა ეთერ ბარბაქაძემ.
ჭირისუფლები გაუგებრობაში ექიმებს ადანაშაულებენ და საავადმყოფოს წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილს აპირებენ.
ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში მიცვალებულები გასული წლის იანვარშიც აერიათ. ზესტაფონის რაიონში მცხოვრებმა ოჯახებმა ხუთი დღის შემდეგ, დაკრძალვამდე ცოტა ხნით ადრე, გამოარკვიეს, რომ სამედიცინო დაწესებულებიდან სხვისი მიცვალებული გაატანეს.