weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ქუთაისში მიცვალებულები წელსაც აერიათ – „ჩვენი დამარხული ყოფილა. მოთხარეს და მოიყვანეს“

11:23 ორშაბათი, 07 იანვარი 2019

ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში მიცვალებულები აერიათ. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ხარაგაულსა და წყალტუბოში მცხოვრები 70 წელს გადაცილებული პაციენტები საავადმყოფოში 31 დეკემბერს გარდაიცვალნენ. სულაბერიძეებისა და ბარბაქაძეების ოჯახს ცხედრები ოფიციალური დოკუმენტაციის გაფორმების შემდეგ გაატანეს. ბარბაქაძეებს მიცვალებული სამი დღის დაკრძალული ჰყავდათ, როდესაც სულაბერიძეები დაუკავშირდნენ და შეატყობინეს, რომ გაუგებრობა მოხდა.

„რომ გახსნეს, ნახეს, რომ მკვდარი ჩვენი არ იყო. ჩვენი მკვდარი იქიდან გადმოიყვანეს და აქედან ეს წაიყვანეს იქ. ჩვენი დამარხული ყოფილა. მოთხარეს და მოიყვანეს“, – ამბობს სულაბერიძეების ოჯახის წევრი „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.

გარდაცვლილის შვილი მერაბ სულაბერიძე ამბობს, რომ ემოციური მდგომარეობის გამო, საავადმყოფოში არ ჰქონდა საშუალება, რომ მიცვალებული დაეთვალიერებინა. მისთვის ასევე გაუგებარია, რატომ დაკრძალეს ბარბაქაძეებმა სხვისი მიცვალებული.

„რომ მოვასვენეთ, სურათი ავიღე ხელში – ჯერ სურათს ვუყურებდი, შემდეგ კი მიცვალებულს. საერთოდ ვერ მივამსგავსე დედაჩემი მიცვალებულს... დავრეკეთ საავადმყოფოში, სადაც პასუხი გამცეს რას ამბობთო, ეგ მეორედ აღარ თქვათ, ეგ ანგელა ბარბაქაძეაო, ყველას დაგვიჭერენ, რას ამბობო. ისევ ეჭვებში ჩავვარდი. დედაჩემი იყო შედარებით პატარა ქალი. ეს იყო ბევრად დიდი, თან ახალგაზრდული შეხედულების“, – ამბობს გარდაცვლილის შვილი თემური ბარბაქაძე.

„მივხედე ყველაფერი რაც საჭირო იყო... გავალამაზე ყველანაირად. მეუღლე მეუბნება - ქალო, მეეჭვება ეს ჩვენი თუ არისო. ეს მიცვალებული ვისიც იყო, წყალტუბოელების, დავასაფლავეთ 3 იანვარს, როგორც წესია და ადათი. თავს გადავყევი, სიმართლე რომ გითხრა...

წარწერა მაჯაზე ან ფეხზე ხომ უნდა ჰქონოდა, ნამდვილად ბარბაქაძე ანგელინა იყო თუ მესხი ფირუზი. ამაზე მაქვს პრეტენზია“, – აღნიშნა გარდაცვლილის რძალმა ეთერ ბარბაქაძემ.

ჭირისუფლები გაუგებრობაში ექიმებს ადანაშაულებენ და საავადმყოფოს წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილს აპირებენ.

ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში მიცვალებულები გასული წლის იანვარშიც აერიათ. ზესტაფონის რაიონში მცხოვრებმა ოჯახებმა ხუთი დღის შემდეგ, დაკრძალვამდე ცოტა ხნით ადრე, გამოარკვიეს, რომ სამედიცინო დაწესებულებიდან სხვისი მიცვალებული გაატანეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]