ეს სამედიცინო დაწესებულებებია:
- შპს „მედკაპიტალი-გლდანი“ (მისამართი: ვეკუას ქ. N 18);
- შპს „მედკაპიტალი-საბურთალო“ (მისამართი: გამრეკელის ქ. N19);
- შპს „საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი“ (მისამართი: წინამძღვრიშვილის ქ. N 57);
- შპს „მედსი“ (მისამართი: ქიაჩელის ქ. N 18);
- შპს „მედკაპიტალი-სამგორი“ (მისამართი: მოსკოვის გამზ. კვ. 4).
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში გრიპის ვირუსით ავადობის მაჩვენებელი გასულ კვირასთან შედარებით შემცირებულია. ლაბორატორიულად დადასტურებულია H1N1 ვირუსის, იგივე ე.წ. ღორის გრიპის 158 შემთხვევა.
„გასული კვირის მონაცემებით, ჩვენ ავადობის მაჩვენებელი 100 ათას მოსახლეზე გვაქვს 256, ანუ ერთი კვირით მონაცემზე შემცირებულია 21 ერთეულით, მაგრამ კვლავ რჩება მაღალი მაჩვენებელი მძიმე რესპირატორული ინფექციის გამო ჰოსპიტალიზაციის. ისიც შემცირებულია ერთი კვირის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით 41-დან 33%-მდე. 33%-იც ითვლება საკმაოდ მაღალ მაჩვენებლად. მოიმატა სასწრაფოს გამოძახებათა რაოდენობამაც, ამიტომ სამინისტროს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და დღეიდან ამუშავდა ე.წ. პირველადი ჯანდაცვის პროტოკოლი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.