weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ფოთში სავარაუდოდ H1N1 ვირუსით 40 წლის ქალი გარდაიცვალა

15:18 ორშაბათი, 07 იანვარი 2019

ფოთის სამედიცინო ცენტრში 40 წლის ქალი გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი, სავარაუდოდ, H1N1 ვირუსი, იგივე ე.წ. ღორის გრიპი გახდა. ექიმების ინფორმაციით, პაციენტი მწვავე რესპირატორული ინფექციით, ორმხრივი პნევმონიითა და სუნთქვის უკმარისობით საავადმყოფოში 3 იანვარს მოათავსეს, 6 იანვარს კი გარდაიცვალა.

„ქალბატონს აღენიშნებოდა მწვავე რესპირატორული დაავადების სიმპტომატიკა, ასევე სუნთქვის მწვავე უკმარისობა. შემდგომი კვლევებით დადგინდა ორმხრივი პნევმონია. პაციენტი მძიმე მდგომარეობის გამო მოთავსებული იქნა რეანიმაციაში. დაენიშნა შესაბამისი მკურნალობა, მათ შორის, ანტივირუსულიც, მაგრამ დაავადება წარიმართა უარყოფითი დინამიკით და სამწუხაროდ გარდაიცვალა.

პაციენტს ჰქონდა თანმხლები დაავადება - გულის ქრონიკული უკმარისობა“, – განაცხადა ექიმმა გივი კოჭლამაზიშვილმა.

ამ დროისთვის ფოთის სამედიცინო ცენტრში რესპირატორული ინფექციის სიმპტომით 11 ადამიანი მკურნალობს.

დადასტურებული ინფორმაციით, საქართველოში ე.წ. ღორის გრიპით რვა ადამიანია გარდაცვლილი. გუშინ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში 24 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. სიკვდილი ამ შემთხვევაშიც, სავარაუდოდ, H1N1 ვირუსმა გამოიწვია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]