დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. როგორც ექიმმა „ინფო რუსთავთან“ განაცხადა, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. უწყებაში აცხადებენ, რომ დანაშაულში ერთი პირია მხილებული.