weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

გორში 9 თვის ბავშვი გარდაიცვალა

10:26 ოთხშაბათი, 09 იანვარი 2019

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერბუკში, ბებიამ 9 თვის ბავშვი საწოლში გარდაცვლილი ნახა. ოჯახის წევრების ინფორმაციით, 10 დღის წინ ბავშვს წითელა და მაღალი სიცხე ჰქონდა, რის გამოც თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს.

გარდაცვლილის დედის, ნინო ჩახვაშვილის თქმით, 30 დეკემბერს, როდესაც ბავშვი ინფექციური საავადმყოფოდან გაწერეს, მას ჯერ კიდევ სიცხე ჰქონდა.

„ბავშვი ცუდად რომ გახდა, ჯერ ყვარლის საავადმყოფოში მივიყვანე. დაუდგინეს წითელა გართულებული და მაღალი სიცხე. ამ ფონით კატასტროფის ბრიგადით თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში გადავიყვანეთ. მოხდა ისე, რომ ვერ გაიგეს, რომ ფილტვებიდან მოდიოდა ეს სიცხე და გაგვწერეს. ასეთი უბედური შემთხვევა მოხდა“, – აცხადებს ნინო ჩახვაშვილი.

მისივე თქმით, ექსპერტიზის დასკვნამდე, მომხდარში ექიმებს ვერ დაადანაშაულებს.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, ინფექციური საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ ბავშვი გორში, „იავნანაში“ მიიყვანეს, თუმცა მშობელმა საავადმყოფოში მის მოთავსებაზე უარი თქვა. როგორც საავადმყოფოში განაცხადეს, დედამ, იმ მიზეზით, რომ ბებიაც ავად იყო და ზრდიდა სხვა მცირეწლოვან შვილს, სოფელ ბერბუკში წასვლა ამჯობინა.

ამასთან, ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ბავშვს სიცხე აღარ ჰქონდა.

გარდაცვლილი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელშია გადასვენებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]