weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

1 გარდაცვლილი და 12 დაშავებული – სასწრაფო დახმარების მანქანა მუშების ჯიხურს შეეჯახა

10:48 ოთხშაბათი, 09 იანვარი 2019
ფოტო: რუსთავი 2 ფოტო: რუსთავი 2

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 12 დაშავდა. ამ დილით სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა ტროტუარზე, მშენებარე კორპუსთან მდებარე მუშებისთვის განკუთვნილ ჯიხურს შეეჯახა.

„სასწრაფოს მძღოლს სავარაუდოდ ჩაეძინა და იმ დროს შევარდა, როდესაც ჯიხურში მუშები შედიოდნენ“, – ამბობს თვითმხილველი „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.

ტელეკომპანიის ცნობით, დაშავებულები არიან აზერბაიჯანის მოქალაქეები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის წევრები.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]