„სასწრაფოს მძღოლს სავარაუდოდ ჩაეძინა და იმ დროს შევარდა, როდესაც ჯიხურში მუშები შედიოდნენ“, – ამბობს თვითმხილველი „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.
ტელეკომპანიის ცნობით, დაშავებულები არიან აზერბაიჯანის მოქალაქეები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის წევრები.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.