weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

დაწესებულებები ცარიელი საფერფლის აღმოჩენის შემთხვევაშიც დაჯარიმდებიან

12:11 ოთხშაბათი, 09 იანვარი 2019

„თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ცნობით, 8 იანვრიდან ამოქმედდა კანონის ის მუხლი, რომლის თანახმად, დახურულ სივრცეში მოწევისთვის დაჯარიმდებიან ფიზიკური პირები, ასევე ის დაწესებულებები, რომელთა შიდა სივრცეებშიც ცარიელი საფერფლეები დაფიქსირდება. აქამდე დაწესებულებები საფერფლეში ფერფლის ან სიგარეტის ნამწვის აღმოჩენის შემთხვევაში ჯარიმდებოდნენ.

8 იანვრიდან ძალაში შევიდა კანონის ის მუხლიც, რომელიც საავადმყოფოების და საგანმანათლებლო დაწესებულებების ეზოებში სპეციალური მოსაწევი ადგილების დაშვებას ითვალისწინებს.

„თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ განცხადებით, 8 იანვრიდან ამოქმედებული ცვლილების მიხედვით, მოწევა დაიშვება იმ სლოტ-კლუბებში, რომელთაც გადახდილი აქვს ლიცენზიის მოსაკრებელი 200 000 ლარი და 20 ან მეტი სათამაშო აპარატი უდგათ. „თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ ამ გამონაკლისს აპროტესტებს და გეგმავს იბრძოლოს იმისთვის, რომ მოწევა ყველა დახურულ სივრცეში იყოს აკრძალული.

შენობაში მოწევისთვის ჯარიმა პირველ ჯერზე 100 ლარია. განმეორების შემთხვევაში - 200 ლარი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]