weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

საბაჟო გამშვები პუნქტები „ყაზბეგი“ და „კარწახი“ საგანგებო რეჟიმში მუშაობენ

14:51 ოთხშაბათი, 09 იანვარი 2019

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებით, დარიალის ხეობაში დიდთოვლობის გამო საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

ზვავსაშიშროების გამო ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეფერხებულია მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე. დარიალის ხეობაში არსებული რთული მეტეოროლოგიური ვითარების გაუმჯობესების შემთხვევაში საბაჟო გამშვები პუნქტი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.

„ასევე, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარი, ნამქერი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, საგანგებო რეჟიმში მუშაობს საბაჟო გამშვები პუნქტი „კარწახი“.

ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის პირველი კილომეტრიდან 36.5 კილომეტრამდე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე ფუნქციონირებს სპეციალური სერვისი - „LIVE კამერა“, აღნიშნული სერვისის საშუალებით, ნებისმიერ მსურველს, 24 საათის განმავლობაში, პირდაპირი ეთერის რეჟიმით, შეუძლია თვალი ადევნოს საბაჟო გამშვებ პუნქტებში, მათ შორის „ყაზბეგში“ არსებულ ვითარებას“, - აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]