პანკისის ხეობის სოფელ ომალოში ტრადიციული ისლამის მიმდევრებმა მეჩეთისკენ მსვლელობა დილის 8 საათზე დაიწყეს. ყოველ წელს ასე ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავენ.
რამადან ბაირამის დღესასწაულს წინ ერთთვიანი მარხვა უძღვის, როცა მორწმუნეები დღის განმავლობაში არც საკვებს იღებენ და არც წყალს სვამენ.