weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„112“ მოსახლეობას მოუწოდებს, სასწრაფო დახმარება გადაუდებელი საჭიროებისას გამოიძახონ

18:02 ოთხშაბათი, 09 იანვარი 2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში ვირუსული ინფექციების გავრცელების შედეგად, გაზრდილი მიმართვიანობის გამო, შეტყობინებების უწყვეტ რეჟიმში მიღებისთვის და მათი შესაბამისი სამსახურებისთვის დაუყოვნებლივ გადაცემის მიზნით, „112“ მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული.

შსს-ს განცხადებით, გაიზარდა ცენტრის ოპერატორებისა და დისპეტჩერების რაოდენობა და ცვლაში ნაცვლად 40 ადამიანისა 70 ადამიანი მუშაობს, რაც შეტყობინებების დაყოვნების გარეშე მიღებას უზრუნველყოფს.

„გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი „112“, ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, ასევე ახორციელებს ვირუსული ინფექციების შესახებ ოჯახის ექიმებთან შეტყობინებების გადაცემას. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, „112“ მოუწოდებს მოსახლეობას, მხოლოდ გადაუდებელი დახმარების საჭიროების შემთხვევაში გამოიძახონ სასწრაფო-სამედიცინო დახმარება, სხვა შემთხვევებში კი, ამბულატორიულ ცენტრებსა და ოჯახის ექიმებს მიმართონ“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]