weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება საქართველოსთვის დამღუპველი იქნება – ბურჯანაძე

23:37 ოთხშაბათი, 09 იანვარი 2019

პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, თუ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას ცნობს, რუსეთის საპატრიარქო აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობას ავტომატურად აღიარებს.

ბურჯანაძის თქმით, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება უმნიშვნელოვანესი თემაა არა მარტო ეკლესიისთვის, არამედ საქართველოს მომავლისთვის. მისივე განცხადებით, საქართველოს საპატრიარქო აღნიშნულ საკითხს საკმაოდ ფრთხილად ეკიდება, თუმცა პოლიტიკოსები და ექსპერტები ვერ ითვალისწინებენ იმას, რომ საქართველოს საპატრიარქოს მხრიდან უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება ქვეყნის გაერთიანების პერსპექტივისთვის დამღუპველი იქნება.

„ქართველ პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს მინდა ვკითხო: ბატონებო, ჩვენთვის რა არის უმნიშვნელოვანესი და უზენაესი - საქართველოს ინტერესები თუ ზოგადად ნათქვამი სიტყვები სამართლიანობასთან დაკავშირებით? ჩვენი სამშობლოს ერთიანობა თუ უკრაინელი ხალხის ინტერესი? პატივს ვცემ ყველა ხალხს, მათ შორის უკრაინას და უკრაინელებს, მაგრამ ჩემი ქვეყნის ინტერესი ჩემთვის უზენაესია. იმ პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს მივმართავ, რომლებიც საქართველოს საპატრიარქოს მოუწოდებენ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებისკენ - ერთი წამითაც არ ვუშვებ, რომ თქვენ არ გიყვართ თქვენი ქვეყანა და არ გინდათ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნება და ქვეყნის გამთლიანება. ნამდვილად არ მოგაყენებთ ასეთ შეურაცხყოფას, მაგრამ ვიტყვი, რომ ახსნა იმისა, რასაც თქვენ აკეთებთ, ის არის, რომ უბრალოდ, არ იცით, რა შეიძლება მოჰყვეს თქვენს სიტყვებს და არ გესმით, რომ ეკლესიის გადაწყვეტილება საქართველოსთვის დამღუპველი იქნება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ

ზუსტად ვიცი, თუ საქართველოს ეკლესია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას ცნობს, რუსეთის საპატრიარქო ავტომატურად გაკეთებს იმას, რაც აქამდე არ გაუკეთებია - აღიარებს აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობას.

ეს იქნება ძალიან დიდი ნაბიჯი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობისკენ და დამღუპველი საქართველოს ერთიანობის პერსპექტივისთვის. ასე, რომ გონს მოდით, პატივცემულო პოლიტიკოსებო და პროდასავლურობის და უზენაესი სამართლიანობის ფარდას ამოფარებულები ნუ მოითხოვთ ისეთ რამეს, რაც შეიძლება, ჩვენი ქვეყნისთვის დამაქცეველი აღმოჩნდეს“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, ის დარწმუნებულია, რომ საპატრიარქო ისევ სიფრთხილით იმოქმედებს და უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება არ მოხდება.

6 იანვარს, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურ მიტროპოლიტ ეპიფანეს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ ტომოსი გადასცა. მანამდე ბართლომე პირველმა ყველა ავტოკეფალური ეკლესიის პატრიარქებსა და მთავარეპისკოპოსებს მოუწოდა, ამ საკითხისთვის მხარი დაეჭირათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]