weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თბილისში დაუდგენელი ვირუსით 22 წლის ქალი გარდაიცვალა

02:17 ხუთშაბათი, 10 იანვარი 2019

თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში, ჯერჯერობით დაუდგენელი ვირუსით 22 წლის სალომე ქემაშვილი გარდაიცვალა. ის რამდენიმე დღის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იყო.

პირველი არხის ცნობით, არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს ბაქტერიული ინფექცია ჰქონდა, თუმცა ლაბორატორიული ანალიზი H1N1 ვირუსზე, იგივე ღორის გრიპზეც ჩატარდება. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი შესაბამისი ექსპერტიზის შემდეგ გახდება ცნობილი.

გარდაცვლილი ქალი კომპოზიტორ მანანა იმედაძის რძალია. მას მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

 

ამ თემაზე:

თბილისში 22 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი H1N1-ის ვირუსი გახდა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]