„სახლიდან გუშინ დილით გავიდა. ეტყობა, მანქანის გაჩერებას ცდილობდა, რა დროსაც ნაკვეთთან მდებარე არხში გადავარდა და დაიხრჩო. საღამოს სახლში რომ არ დაბრუნდა, ძებნა დავიწყეთ და დღეს დილით ცხედარი ვიპოვეთ“, – ამბობს ლევან ქევხიშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.