weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კარდენახში სწრაფი გადარიცხვის აპარატი მოიპარეს

12:42 კვირა, 25 ივნისი 2017

გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში „ნოვა ტექნოლოჯის“ სწრაფი გადარიცხვის აპარატი მოიპარეს. დანაშაული 24 ივნისს, ღამით მოხდა.

„სწრაფი გადარიცხის აპარატი ღამის 3-დან 4 საათამდე გატეხეს და წაიღეს. ამის შესახებ ჩვენ დილით, 6 საათზე გაგივეთ, როდესაც მაღაზიის გასახსნელად მივედით. პოლიცია ქურდებს ეძებს,  მაგრამ ვერავინ დააკავეს. „ნოვა ტექნოლოჯის“ წარმომადგენლებმა აპარატიდან ფული ქურდობამდე ერთი დღით ადრე ამოიღეს. ამიტომ, შიგ დიდი თანხა არ იქნებოდა დაგროვილი“, - ამბობს მაღაზიის მეპატრონე ავთანდილ ჩახვაშვილი.

მისივე თქმით, მაღაზიასთან განთავსებული სწრაფი გადახდის აპარატი გასულ წელსაც გატეხეს.

შინაგან საქმეთა სამნისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

2015 წლის ოქტომბერში სოფელ კარდენახში „ლიბერთი ბანკის“ სერვის ცენტრიც გაქურდეს. მაშინ ქურდებმა სეიფი გატეხეს, რომელშიც 11 ათასი ლარი ინახებოდა.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]