weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

გრიპის ვირუსით გარდაცვალების 13 შემთხვევაა დაფიქსირებული – ჯანდაცვის მინისტრი

16:25 ხუთშაბათი, 10 იანვარი 2019

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, გრიპის ვირუსით ჰოსპიტალიზების შემთხვევები 845-მდე გაიზარდა, ხოლო რეანიმაციულ განყოფილებებში 44-მდე ადამიანია მოთავსებული.

როგორც დავით სერგეენკომ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დაავადებების რაოდენობა მცირდება, თუმცა ისეთ შემთხვევებში, სადაც უკვე განვითარდა გრიპი, მძიმედ მიმდინარეობს.

„ჰოსპიტალიზების რაოდენობა 616-დან გაიზარდა 845-მდე და თუკი გუშინ 39 პაციენტი იყო რეანიმაციულ განყოფილებებში, დღევანდელი მაჩვენებლებით ეს რიცხვი 44-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ დაავადება სერიოზულია, მას მნიშვნელოვანი ყურადღება, პრევენცია და მკურნალობა სჭირდება.

დღეის მდგომარეობით ლაბორატორიულად დადასტურებული გარდაცვალებების შემთხვევა არის 13. თითოეული მათგანი დიდი ტრაგედიაა და არასწორად მიმაჩნია, თითოეულის ჭრილში ვისაუბროთ, რა გახდა გარდაცვალების მიზეზი, მაგრამ ზოგადად, ეს არის ერთი მხრივ თანმდევი დაავადებები და მეორეს მხრივ, ის გარდაუვალი გართულებების პროცენტი, რაც არის 0,3%, რაც გრიპის წილად მოდის მთლიანი გარდაცვალებების სტატისტიკაში, ხოლო ბოლო არის გვიანი მიმართვა ექიმისადმი“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, გრიპის ვირუსით დაავადებულთა რაოდენობითა და ავადობის სტრუქტურით საქართველო ისეთ ქვეყნებთან ერთადაა, როგორებიცაა ისლანდია, ნორვეგია, პორტუგალია, შვედეთი და თურქეთი.

„დაახლოებით იგივეა დაავადებულთა რაოდენობა 100 ათას სულ მოსახლეზე, ასევე სტრუქტურა. ჩვენთან დომინირებს, 98% გამომწვევებიდან, H1N1 - კონკრეტული სახეობა, რომელსაც წინა წლებში „ღორის გრიპს“ ეძახდნენ. საშუალო ევროპული მაჩვენებელი არის 71%“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

ე.წ. ღორის გრიპით გარდაცვალების ბოლო გახმაურებული შემთხვევა გუშინ, თბილისში დაფიქსირდა. 22 წლის ქალი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]