weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თავდაცვის სამინისტრო 800-მდე სამხედროს დათხოვნას უარყოფს

17:34 ხუთშაბათი, 10 იანვარი 2019

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბიამ უარყო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მუხროვანში დისლოცირებული სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო ბაზიდან ჯარისკაცების გათავისუფლების შესახებ.

დღეს გამართულ ბრიფინგზე გენერალმა ჩაჩიბაიამ განაცხადა, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და არცერთი სამხედრო მოსამსახურის გათავისუფლება არ იგეგმება, სტრუქტურული ცვლილება კი თავდაცვის ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესის ფარგლებში ხორციელდება.

„პროცესი ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას. საკითხები ნატოს ექსპერტთა ჯგუფთან და საქართველოში არსებული ამერიკელ ექსპერტთა ჯგუფთან ერთად განვიხილეთ და იმ სტანდარტებთან მივედით, რაც მიღებულია ნატოს წევრ ქვეყნებში.

არც ერთ შემთხვევაში, სამსახურს არც ერთი სამხედრო მოსამსახურე არ ტოვებს. კადრების განკარგულებაში არავინ იმყოფება და ხვალიდან ყველა იქნება გადანაწილებული თანამდებობებზე“, – განაცხადა თავდაცვის ძალების მეთაურმა.

გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაის განმარტებით, ტრანსფორმაციის პროცესი  თავდაცვის მინისტრის პოლიტიკის ნაწილია და ის სპეციალური ოპერაციების ძალებსაც ეხება, რაც მიზნად თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის გაზრდასა და სპეციალური ოპერაციების ძალებისთვის მეტი ავტონომიურობის მინიჭებას ისახავს.

„რეორგანიზაციის მთავარი არსი მდგომარეობს იმაში, რომ დასავლეთ და აღმოსავლეთ მიმართულებებზე ორი ერთნაირი სტანდარტისა და შესაძლებლობის მქონე სპეციალური ოპერაციების ბატალიონი ჩამოყალიბდეს“, – აღნიშნა გენერალ-მაიორმა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მუხროვანის ბაზიდან სამხედროები გაათავისუფლეს. ტელეარხის წყაროს ცნობით, თავდაცვის სამინისტრომ 800-მდე სამხედრო დაითხოვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]