სომხური მედია მგზავრებზე დაყრდნობთ წერს, რომ ავტობუსმა „ნისანის“ მარკის ავტომანქანას გვერდი აუქცია, რის შემდეგაც ხეს შეეჯახა და გადატრიალდა.
ავარიის შედეგად დაშავებული ქალბატონები მარნეულის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მათ პირველადი დახმარება აღმოუჩინეს და მოგვიანებით გაწერეს. ორი დაშავებული 60 წლისაა, ერთი კი 78-ის.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.