weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

რუსმა სამხედროებმა დეკემბერში ე.წ. გამყოფ ხაზთან 64 ადამიანი დააკავეს

17:25 პარასკევი, 11 იანვარი 2019

2018 წლის დეკემბერში რუსმა სამხედროებმა ე.წ. გამყოფ ხაზთან 64 ადამიანი დააკავეს. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ამ მონაცემებს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს. ე.წ. კომიტეტის ცნობით, დაკავებულებიდან 40-მა ე.წ. „სახელმწიფო საზღვარი“ დაარღვია, ხოლო 24-მა „სასაზღვრო ზონა“.

„საზღვრის დამრღვევად“ მიიჩნევა პირი, რომელმაც გამყოფი ხაზი გადაკვეთა საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებადი ტერიტორიიდან, პირიქით ან ცხინვალის რაიონის დატოვების მცდელობა ჰქონდა.

რაც შეეხება „სასაზღვრო ზონას“, არაღიარებული რესპუბლიკის კანონის მიხედვით, სპეციალური საშვის გარეშე, გამყოფ ხაზთან მდებარე დასახლებებში შესვლა აკრძალულია.

ე.წ. კომიტეტის ინფორმაციით, 2018 წელს სულ დაკავებულია 607 ადამიანი.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სტატისტიკური მონაცემებით, 2017 წელს, დაკავებულია საქართველოს პასპორტის მქონე 125 ადამიანი. ცხინვალის უშიშროების კომიტეტის მიხედვით კი, დაკავებულია სულ 514 ადამიანი, რომელშიც შედიან როგორც საქართველოს, ასევე, დე-ფაქტო რესპუბლიკის პასპორტის მქონე მოქალაქეები.

შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, ცხინვალი ხელს უშლის ოს მოქალაქეებს გადავიდნენ თავიანთ ნათესავებთან, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ.

Qartli.ge

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს ახალ ამბებს შიდა ქართლის რეგიონიდან. გამოცემას მართავს ასოციაცია „ქართლის ხმა“. 

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]