weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გორში არარსებული საქველმოქმედო საღამოსთვის ათლარიანი ბილეთები გაიყიდა

16:38 კვირა, 25 ივნისი 2017

გორში არარსებული საქველმოქმედო საღამოზე დასასწრებად ათლარიანი ბილეთები გაყიდეს. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, ბილეთებს საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე ყიდდნენ და რამდენიმე ათეულმა ადამიანმა შეიძინა.

ბილეთზე დატანილი ინფორმაციის მიხედვით, საქველმოქმედო ღონისძიება 24 ივნისს, 16:00 საათზე, გორის კულტურის ცენტრში უნდა ჩატარებულიყო. Qartli.ge წერს, რომ კონცერტზე დასასწრებლად მისული ბავშვები და მშობლები უკან გააბრუნეს. როგორც კულტურის ცენტრის თანამშრომლებმა განაცხადეს, 24 ივნისს კონცერტი დაგეგმილი არ ყოფილა.

ბილეთები არასამთავრობო ორგანიზაციის „შშმ პირთა დახმარებისა და დახელოვნების ლიგას“ სახელით გაიყიდა.

„რეგინფოს“ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ხვიჩა სიმონიამ უთხრა, რომ გორში კონცერტის ჩატარება იგეგმებოდა, თუმცა საკმარისი თანხა არ მოგროვდა და ღონისძიება ჩაიშალა. მისივე თქმით, საქველმოქმედო საღამო აუცილებლად ჩატარდება და ბილეთების მფლობელებს ერთ კვირაში დაუკავშირდებიან.

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, „შშმ პირთა დახმარებისა და დახელოვნების ლიგა“ ქალაქ ქუთაისში 2005 წელს არის რეგისტრირებული. 

Qartli.ge

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს ახალ ამბებს შიდა ქართლის რეგიონიდან. გამოცემას მართავს ასოციაცია „ქართლის ხმა“. 

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]