weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ნუ მიულოცავს პრეზიდენტად დანიშნული უკრაინას, მის სიტყვას არ აქვს წონა – დეკანოზი ილია

13:23 შაბათი, 12 იანვარი 2019

„ვინც არ ულოცავს უკრაინელ ერს ამ გამარჯვებას, ის ან რუსულ იმპერიალიზმს ეტრფის და ემსახურება, ან შეშინებული კონფორმისტია“, – აცხადებს დეკანოზი ილია ჭიღლაძე უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით. დეკანოზი გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც თქვა, რომ როგორც საქართველოს პრეზიდენტი, უკრაინას ეკლესიის ავტოკეფალიის მინიჭებას არ ულოცავს.

დეკანოზის თქმით, უკრაინის ავტოკეფალია რუსული საეკლესიო და იდეოლოგიური იმპერიალიზმის დასამარების დასაწყისია.

„ეს ელემენტარული საკითხია. ვინც არ ულოცავს უკრაინელ ერს ამ გამარჯვებას, ის ან რუსულ იმპერიალიზმს ეტრფის და ემსახურება, ან შეშინებული კომფორმისტია. ორივე ცუდია, რადგან მამულიშვილობა და ქრისტიანობა ვერც შიშს გუობს და ვერც მონობას, მით უფრო მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნების და ეკლესიების თავისუფლებას და წარმატებას საერთო მტერი ჰყავს იმპერიული რუსეთის და მისი საპატრიარქოს სახით. დღეს საქართველოს ზედა ეშელონებში წამოსკუპებულებს უნდა ახსოვდეთ, რომ ისტორია ულმობელ მსჯავრს დაადებს მათ და სერგო ორჯონიკიძეების და დიმიტრი აბაშიძეების გვერდით, სამარცხვინო ბოძზე მიუჩენს მათ სახელებს ადგილს.

რუსული იდეოლოგიური მანქანა ყოველნაირად ცდილობს შეაფერხოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ცნობის და აღიარების პროცესი, მაგრამ მათი გავეშებული ბრძოლა დასაწყისშივე წაგებულია, მოსახდენი მოხდა: კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქომ უკრაინას, ვითარცა დედა-ეკლესიამ შვილ-ეკლესიას, მიანიჭა ავტოკეფალიის ტომოსი კანონიკური პროცედურების სრული დაცვით.

დანარჩენი არჩევანის საკითხია: ან თავისუფლების მხარე, ან ბნელი იმპერიული მკვლელი რუსეთი. საინტერესოა, რა სინდისით უნდა ყოფილიყო მოსკოვის პატრიარქი კირილე უკრაინის პატრიარქი, როდესაც ის და მისი საპატრიარქო სრულ მხარდაჭერას უცხადებდა პუტინს უკრაინის წინააღმდეგ მიმართულ სამხედრო აგრესიაში? ამიტომაც ღმერთმა დაუშვა ის, რასაც მრავალი წელი ელოდა შეგნებული მართლმადიდებელი ერი უკრაინისა.

ნუ მიულოცავს პრეზიდენტად წოდებული (თუ დანიშნული) ზურაბიშვილი უკრაინას, მის სიტყვას საქართველოში არ აქვს წონა და უკრაინაში ვის სჭირდება?

ნურც „ოცნების“ ხელისუფლების რომელიმე წევრი. დაე, უფრო ცხადი გახდეს, რომელ მხარეს დადგნენ ისინი და რომელ ძალას ემსახურებიან“, – წერს დეკანოზი სოციალურ ქსელ Facebook-ში.

11 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ თუ საქართველოს ეკლესია და საპატრიარქო ფრთხილობენ, რაღაც შედეგების გამო, არ შეიძლება, რომ ის, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, იყოს ნაკლებად პასუხისმგებლიანი და გააკეთოს ხმამაღალი განცხადება, როგორც პრეზიდენტმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]