weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ვანში, რესტორანში შსს-ს და პროკურატურის თანამშრომლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

19:01 შაბათი, 12 იანვარი 2019
ფოტო: სააგენტო Topnews.com.ge ფოტო: სააგენტო Topnews.com.ge

ვანში შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის თანამშრომლები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. სამართალდამცველებს შორის ჩხუბი ერთ-ერთ რესტორანში, 11 იანვარს მოხდა. პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. 

შსს-სა და მთავარი პროკურატურის განცხადებით, მომხდარ ფაქტს აღნიშნული უწყებების გენერალური ინსპექციებიც სწავლობენ. როგორც შსს-ში განაცხადეს, ინციდენტში მონაწილე სამართალდამცველებს სამსახურეობრივი უფლებამოსილება შეუჩერდათ.

„გამოძიება დაადგენს ჰქონდა თუ არა პოლიციელების მხრიდან რაიმე სახის გადაცდომას ადგილი. ნებისმიერი სამართალდამცველის მხრიდან პროფესიული ეთიკის და პოლიციელის ღირსების შემლახველ ყველა ქმედებას შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მოჰყვება მკაცრი სამართლებრივი რეაგირება“, – აცხადებენ შსს-ში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]