weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

საქართველოში H1N1 ვირუსის საწინააღმდეგო „ტამიფლუს“ 13 000 კოლოფი შემოიტანეს

19:47 შაბათი, 12 იანვარი 2019

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, საქართველოში H1N1 ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი „ტამიფლუს“ 13 000 კოლოფი, ანუ 13 000 სამკურნალო დოზა შემოიტანეს, რაც, მისივე თქმით, მოთხოვნის გაზრდის შემთხვევაშიც სრულიად საკმარისი იქნება.

მინისტრის განცხადებით, პრეპარატის აფთიაქებში გადანაწილების პროცესი დაიწყო.

„გადანაწილება ხდება სამი მიმართულებით. პირველია - საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები რაიონებში, რომლებიც აქამდე პრეპარატს მხოლოდ რისკ-ჯგუფებზე გასცემდნენ. მეორე მიმართულებაა აფთიაქები, რომელთა ჩამონათვალს და ლოკაციას გამოვაქვეყნებთ ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე. ცხელ ხაზზე – 1505 ნებისმიერ დროს შესაძლებელია ამ ინფორმაციის მიღება. აფთიაქების საშუალებით „ტამიფლუს“ გაცემა დაიწყება დღეს, 8-9 საათიდან თბილისის მასშტაბით და ხვალ 12 საათიდან – რაიონებში. მესამე მიმართულებაა საოჯახო მედიცინის ცენტრები თბილისში, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. ეს მარაგი საკმარისი იქნება იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოთხოვნა გაიზრდება. თუმცა ჩვენ თავს ვიზღვევთ და უკვე ვუკვეთავთ, რომ ერთ კვირაში დამატებითი მარაგი მივიღოთ“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მისივე თქმით, გრიპის ვირუსით ავადობის შეჯამებული სტატისტიკა ორშაბათს გახდება ცნობილი, თუმცა, წინასწარი მონაცემებით, კლების ტენდენცია შეინიშნება. დავით სერგეენკოს განცხადებით, ამჟამად სტაციონარებში 640 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 42 რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

ანტივირუსული მედიკამენტი „ტამიფლუ“ ექიმის დანიშნულების საფუძველზე საქართველოს ყველა მოქალაქეზე უფასოდ გაიცემა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]