weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

26 წლის ქალი სავარაუდოდ H1N1 ვირუსით გარდაიცვალა

22:00 შაბათი, 12 იანვარი 2019

თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში სავარაუდოდ H1N1 ვირუსით 26 წლის ქალი გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გაყრელიძის განცხადებით, ლაბორატორიულად დადასტურებული არ არის, ჰქონდა თუ არა პაციენტს ე.წ. ღორის გრიპი. გამყრელიძის თქმით, ქალმა რამდენიმე დღის წინ იმშობიარა.

„სამწუხაროდ, სინჯი არ არის აღებული და ამიტომ ამას ლაბორატორიულად ვერ ვადასტურებთ. ექიმები ამბობენ, რომ კლინიკურად იყო გრიპი. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ამ ახალგაზრდა გოგომ რამდენიმე დღის წინ იმშობიარა და ჩემი ინფორმაციით, ბავშვი სრულიად უსაფრთხოდ არის. თუმცა ვერ მოგაწვდით ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რის გამო გაურთულდა პაციენტს მდგომარეობა. ეს არის პერსონალური ინფორმაცია და ოჯახის თანხმობის გარეშე მისი გაცემა არ შეგვიძლია“, – თქვა ამირან გამყრელიძემ პირველ არხთან ინტერვიუში.

ბოლო ინფორმაციით, გრიპის ვირუსით გარდაცვალების 15 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, გრიპის ვირუსით ავადობის შეჯამებული სტატისტიკა ორშაბათს გახდება ცნობილი, თუმცა, წინასწარი მონაცემებით, კლების ტენდენცია შეინიშნება. სერგეენკოს ინფორმაციით, ამჟამად სტაციონარებში 640 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 42 რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]