weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

პოლიციამ ქვემო ქართლში ცხენების ქურდობის ფაქტი გახსნა

10:34 კვირა, 13 იანვარი 2019

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1974 წელს დაბადებული დ.დ. ცხენების ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 8 იანვარს გარდაბნის რაიონის სოფელ ლემშვენიერაში მცხოვრებ მოქალაქეებს 4 ცხენი მოპარა.

„პოლიციამ მოპარული ცხენები ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან იმავე დღეს ნივთმტკიცებად ამოიღო“,  – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ქურდობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული ისჯება შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]