weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიის მიღებას ულოცავს

11:34 კვირა, 13 იანვარი 2019

შემოქმედელი მიტროპოლიტი მეუფე იოსები უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიის შესახებ ტომოსის მიღებას ულოცავს და აცხადებს, რომ უკრაინის ეკლესია ავტოკეფალიას იმსახურებს. მეუფე იოსების განცხადებას შემოქმედის ეპარქია „ფეისბუქის“ გვერდზე ავრცელებს.

„ვულოცავ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ტომოსის გადაცემას და მიმაჩნია, რომ უკრაინა ღირსია, ავტოკეფალური ეკლესია იყვეს, რამეთუ იგი საუკუნეები იბრძოდა, მიეღო დამოუკიდებლობა და ავტოკეფალია. აგრეთვე,

მათი სწრაფვა ქრისტიანულ მართლმადიდებლურ ერთობას კიდევ უფრო გააძლიერებს და უდიდეს ავტორიტეტს შესძენს“, – აცხადებს მეუფე იოსები.

6 იანვარს, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურ მიტროპოლიტ ეპიფანეს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ ტომოსი გადასცა. მანამდე ბართლომე პირველმა ყველა ავტოკეფალური ეკლესიის პატრიარქებსა და მთავარეპისკოპოსებს მოუწოდა, ამ საკითხისთვის მხარი დაეჭირათ.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მიღება არ მიულოცავს. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ამ საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „თუ საქართველოს ეკლესია და საპატრიარქო ფრთხილობენ, რაღაც შედეგების გამო, არ შეიძლება, რომ ის, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, იყოს ნაკლებად პასუხისმგებლიანი და გააკეთოს ხმამაღალი განცხადება“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]