weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თურქეთს ეკონომიკურად გავანადგურებთ თუ ქურთებს დაარტყამენ – ტრამპი

11:06 ორშაბათი, 14 იანვარი 2019

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა სირიიდან ჯარების გაყვანა დაიწყო, თუმცა ამავდროულად ე.წ. ისლამური სახელმწიფოს პოზიციებზე დარტყმები გაგრძელდება. ამასთან, ტრამპი ეკონომიკური განადგურებით დაემუქრა თურქეთს იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ს სირიიდან გასვლის შემდეგ ქურთებზე იერიშს მიიტანს.

„სირიიდან ჯარების გაყვანას ვიწყებთ და ამავდროულად სხვადასხვა წერტილიდან ძლიერად ვურტყამთ იმას, რაც „ისლამური სახელმწიფოსგან“ დარჩა. დარტყმებს ახლო მდებარე ბაზებიდანაც გავაგრძელებთ იმ შემთხვევაში, თუ „ისლამური სახელმწიფო“ ძალებს მოიკრეფს. თურქეთს ეკონომიკურად გავანადგურებთ თუ ქურთებს დაარტყამენ“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელ Twitter-ში.

ამერიკის პრეზიდენტის თქმით, მას არ სურს, რომ ქურთებმა თურქეთის პროვოცირება მოახდინონ.

ქურთები სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონებს აკონტროლებენ და ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში აშშ-ის მოკავშირეებს წარმოადგენენ. თავის მხრივ თურქეთს ქურთების არაერთი ორგანიზაცია ტერორისტულ დაჯგუფებებად ჰყავს გამოცხადებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]