„განმუხურის გარდა, შინაგან საქმეთა მინისტრი საოკუპაციო ხაზთან, რუხში, ხურჩასა და ფახულანში განლაგებულ რამდენიმე საგუშაგოს, ასევე ზუგდიდის პოლიციის დეპარტამენტს ეწვია“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ, საზოგადოებრივ წესრიგს იცავენ და საოკუპაციო ხაზთან დაკავშირებული გზებსა და გადასასვლელებს აკონტროლებენ.