weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გარემოვაჭრეების გამო წინამძღვარმა მცხეთის ჯვრის მონასტერი დაკეტა

17:05 ორშაბათი, 14 იანვარი 2019
ფოტო: SHERMAZANA ფოტო: SHERMAZANA

მცხეთის ჯვრის მონასტერი მისი წინამძღვრის, მამა კონსტანტინე ჭინჭარაულის გადაწყვეტილებით მომლოცველებისა და ვიზიტორებისთვის დაკეტილია. ამის მიზეზი მონასტრის სიახლოვეს გარემოვაჭრეების საქმიანობა გახდა. როგორც მცხეთის მერმა, გოგიტა კაპანაძემ განაცხადა, წინამძღვრის მხრიდან იყო გაფრთხილება, რომ თუ მერია გარემოვაჭრეებს არ გაიყვანდა, მონასტერს დაკეტავდა.

„რუსთავი 2“-თან გარემოვაჭრეები აცხადებენ, რომ მამა კონსტანტინესთან ამ საკითხზე საუბარი სცადეს, თუმცა წინამძღვარმა მათთან შეხვედრაზე უარი თქვა.

„წინამძღვარს არ სურს, აქ რომ გარემოვაჭრეები იყვნენ. წერილიც ჰქონდა მერიასთან მიწერილი, რომ უნდოდათ ჩვენი გაყრა და აქაურობის მართვა. იმის მაგივრად, რომ მამაომ დაგვლოცოს და კარგი ურთიერთობა გვქონდეს, აქედან ჩვენი გადევნა უნდა. მამაოსთან ვიყავით მისული და არ შეგვხვდა. იქ მყოფმა მორჩილებმა ასეთი პასუხი გაგვცეს - თქვენ რომ ფულს შოულობთ, ჩვენც ვიშოვითო“, – ამბობს ერთ-ერთი გარემოვაჭრე.

გარემოვაჭრეები აცხადებენ, რომ მონასტრის მიმდებარე ტერიტორიას არ დატოვებენ. შესაბამისად, ჯერჯერობით უცნობია, როდის იქნება ჯვრის მონასტერში შესვლა შესაძლებელი.

 

ამ თემაზე:

გარემოვაჭრეების სიმრავლე ჯვრის მონასტრისთვის სერიოზული პრობლემაა – დეკანოზი ჯაღმაიძე

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]